მეთოდი ინდივიდის ინფექციისგან დასაცავად. იმუნიტეტი ვითარდება ორგანიზმის ვირუსთან შეხებით, ავადმყოფობის განვითარების რისკის გარეშე. ვაქცინა იწვევს იმუნიტეტს. იმუნიზაცია მოიცავს იმუნიტეტის განვითარების პროცესს, ორგანიზმში იმუნოგენური აგენტის ხელოვნურად შეყვანის მეშვეობით. იმუნიზაცია შეიძლება იყოს აქტიური ან პასიური. აქტიური იმუნიზაცია არის შეყვანილი ვაქცინის ან ტოქსოიდის საპასუხოდ, ორგანიზმში იმუნური საპასუხო რეაქციის განვითარება ან ანტისხეულების პროდუქცია. პასიური იმუნიზაცია გულისხმობს, მზა ანტისხეულების შეყვანით, დროებითი იმუნიტეტის განვითარებას. სამი ტიპის იმუნოგლობულინი გამოიყენება პასიური იმუნიზაციისთვის: ა) ადამიანის იგ ან ინტრავენური იგ ბ) სპეციფიური იმუნოგლობინის პრეპარატი გ) ანტიტოქსინი. შეად: Vaccination — ვაქცინაცია.
იხილეთ ასევე: Vaccination — ვაქცინაცია.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.