სხეულის სტრუქტურის ან ფიზიოლოგიური ფუნქციის დაკარგვა ან დარღვევა. ანომალია აქ გამოყენებულია, როგორც გადახრა დადგენილი სტატისტიკური ნორმიდან (ე.ი როგორც გადახრა პოპულაციის საშუალოდან, სტანდარტული ნორმის ფარგლებში) და გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ ამ მნიშვნელობით (WHO – ICF 2001). დარღვევა არის დაავადების მიერ გამოწვეული ანატომიური ან ფიზიოლოგიური ზიანი (მაგ: იშემიური გულის დაავადებით გამოწვეული შემცირებული წუთ მოცულობა, ოსტეოართრიტით გამოწვეული შეზღუდული მოძრაობა) შეად: Impairment, Diasbility and Handicap - დარღვევა, უუნარობა და უნარშეზღუდულობა.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.