Dedicated to publishing of and collaboration on glossaries in various fields in Georgian and other languages.
:
A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Z
IA IC ID IE IL IM IN IR

Incineration

 
ქართ.დაწვა
მყარი, თხევადი ან აიროვანი ნარჩენი პროდუქტების წვის პროცესი, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება წვადი მატერიალის არმქონე აიროვანი ნარჩენები. ინცინერაცია ეს არის კონტროლირებად პირობებში, მაღალ ტემპერატურაზე მიმდინარე წვის პროცესი. მსოფლიოში გვხვდება სამი ძირითადი ტიპის საწვავი აპარატი: ა) მრავლობითი ღუმელი: ორი ან მეტი საწვავი საკნით. ძირითად საკანში მიმდინარეობს მყარი ნარჩენი პროდექტების წვა, ხოლო მეორეში აიროვანი ნივთიერებების; ბ) მბრუნავი ღუმელი: ცილინდრული, ცეცხლგამძლე კამერა მოთავსებული დაქანებულ ადგილას. ღუმელი მოქმედებს როგორც ძირითადი საკანი პროდუქტთა დაწვისთვის, ხოლო მბრუნავი ღუმელი, რომელიც პროდექტების ჰაერთან შერევას უწყობს ხელს, წარმოადგენს მეორე საკანს, სადაც სრულად უნდა მოხდეს პროდუქტთა წვა; გ) კონტორლირებადი საჰაერო საწვავი: ძირითად საკანში პროდუქტი შრება, თბება და იწვება 40-80% ჟანგბადზე. ამ გზით მიღებული აირი ერევა ჰაერს და იწვება მეორე საკანში, 100-150% ჟანგბადზე (სიქერი ვრ. 1998). შეად: Centralized Incinerator Facilities — ცენტრალური საწვავი დაწესებულებები, Incineration and Pollution — წვა და დაბინძურება. ინდოეთის სახელმწიფოს, დაბინძურების ხარისხის მაკონტროლებელი კომიტეტის მიხედვით, ძირითად საკანში უნდა იყოს 800±50°C, მეორე საკანში კი 1050±50°.
იხილეთ ასევე: Centralized Incinerator Facilities — ცენტრალური საწვავი დაწესებულებები, Incineration and Pollution — წვა და დაბინძურება.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებ • ათეული • უკუკავშირი • ავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 ISI XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12