| ქართ. | შემთხვევათა სიხშირე: |
პოპულაციაში ახალ შემთხვევათა გამოჩენის სიხშირე. მრიცხველი არის ახალ შემთხვევათა რაოდენობა დროის განსაზღვრულ პერიოდში; მნიშვნელი არის ამ შემთხვევის განვითარების რისკის მქონე პოპულაცია დროის იმავე პერიოდში, ზოგჯერ წარმოდგენილია ინდივიდის დროზე დამოკიდებულების სახით. შემთხვევათა სიხშირე გამოითვლება შემდეგნაირად: [picture] დინამიურ პოპულაციაში მნიშვნელი არის პოპულაციის საშუალო ზომა. თუ დროის პერიოდად აღებულია წელი, მაშინ ეს გამოდის წლიური ინციდენტის მაჩვენებელი. ეს პარამეტრი არის ინდივიდის დროზე დამოკიდებულების ფორმით წარმოდგენილი სიხშირის მაჩვენებელი, ე.ი სიხშირე ყოველ 1000 ან 100,000 კაცზე ყოველწლიურად. თუ სიხშირე დაბალია, როგორც ხდება ხოლმე ქრონიკული დაავადების შემთხვევაში, იგი კუმულაციური სიხშირის მაჩვენებელიც ხდება. შემგდგომი კვლევების დროს, ინციდენტი გამოითვლება როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობა გაყოფილი კოჰორტის საწყის ზომაზე.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.