Gateway to collaborative glossaries in Georgian and multiple languages.

Illegitimacy

 
ქართ.უკანონობა
ტერმინი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „illegitimus“ და ნიშნავს „კანონთან შეუსაბამობას“. უკანონო ბავშვი, ეს არის ბავშვი რომელიც ჩაისახა და დაიბადა ქორწინების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი არის უნივერსალური ფენომენი, საზოგადოება უპირატესობას ანიჭებს გამრავლებას ქორწინების ფარგლებში . ამ უპირატესობას ამყარებს კანონი და წეს-ჩვეულებები, რომლებიც აღიარებენ სოციალურად მიღებულ და რეგულირებად ურთიერთობას სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებში, რათა კანონიერი გახადონ კოიტუსი, ისევე როგორც ბავშვის გაჩენა და პასუხისმგებლობა დააკისრონ მშობლებს ბავშვთა გასაზრდელად. არის სამი ძირითადი საზომი უკანონობისა : რაოდენობა, შეფარდება და სიხშირე. რაოდენობა უკანანო შობადობისა მიგვითითებს უკანონობის საერთო მაჩვენებელზე და გამოიყენება შეფარდებისა და სიხშირის განსასაზღვრად. უკანანონობის ფარდობა არის რაოდენობა უკანონო შობადობისა ყოველ 1000 ახალშობილზე.  ეს პარამეტრი განსაზღვრავს თუ შობადობის რა ნაწილი ხდება ქორწინების გარეშე და გვიჩვენებს უკანონო შობადობის ზრდას ან კლებას პოპულაციაში. უკანონობის სიხშირე, ტექნიკური კუთხით, არის რაოდენობა უკანონო შობადობისა ყოველ 1000, რეპროდუქციულ ასაკში მყოფ, გაუთხოვარ ქალზე. იგი გვეხმარება განვსაზღვროთ იზრდება თუ არა უკანონო შობადობა შესაძლებლობებთან დაკავშირებით. ტერმინი „უკანონობის სიხშირე“ გულისხმობს უკანანონო  შობადობის მაჩვენებლის წარმოდგენას პროცენტებით. მაგ: 8% სიხშირე გულისხმობს 80 უკანონო შობადობას ყოველ 1000 ახალშობილზე.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებათეულიუკუკავშირიავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 Innovative Systems Institute XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12