Dedicated to publishing of and collaboration on glossaries in various fields in Georgian and other languages.
:
A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Z
AB AC AD AE AF AG AI AL AM AN AP AQ AR AS AT AU AV AX AY An

Age Standardization

 
ქართ.ასაკობრივი სტანდარტიზაცია
კოეფიციენტების რეგულირების პროცედურა, მაგ: სიკვდილიანობის კოეფიციენტი შემუშავებულია სხვადასხვა პოპულაციის შედარებისას ასაკობრივი შემადგენლობის განსხვავების ეფექტების მინიმალიზაციისთვის (იხ. რეგულირება, სტანდარტიზაცია). ასაკობრივი სტანდარტიზაცია გულისხმობს ასაკისთვის სპეციფიური საშუალო კოეფიციენტის გამოყენებას შედარებების დროს. პირდაპირი სტანდარტიზაცია გვთავაზობს საკვლევ პოპულაციაში დაკვირვების შედეგად მიღებული ასაკისთვის სპეციფიურ კოეფიციენტებს სტანდარტული პოპულაციის ასაკობრივი განაწილებისთვის; არაპირდაპირი სტანდარტიზაცია გვთავაზობს პოპულაციის  ასაკისთვის სპეციფიურ კოეფიციენტებს საკვლევი პოპულაციის ასაკის განაწილებისთვის, როდესაც ხდება მოსალოდნელი და მიღებული შედეგების შედარება. ასაკობრივი სტანდარტიზაცია სტანდარტიზაციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც გამოიყენება ადგილის, დროის ან პოპულაციის შედარებისას, სადაც შესადარებელი ჯგუფების სტრუქტურაში ასაკობრივმა სხვაობამ შესაძლებელია მნიშვნელოვანი განსხვავება მოგვცეს დაუმუშავებელ არასტანდარტიზებულ კოეფიციენტებს შორის. გავრცელებულია სტანდარტიზება ასაკის ცალკეული წლებისთვის, როდესაც ადარებენ კოეფიციენტებს ასაკოვან ჯგუფში, ვინაიდან მცირედმა სხვაობამაც კი, მაგ: 5 წლიანმა ასაკობრივმა დიაპაზონმა, შესაძლებელია გავლენა იქონიოს შედარებაზე (Bowling 2001).
იხილეთ ასევე: რეგულირება, სტანდარტიზაცია.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებ • ათეული • უკუკავშირი • ავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 ISI XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12