| ქართ. | საავადმყოფო, ჰოსპიტალი |
მიღებულია ლათინური სიტყვიდან „hospes“, რაც ნიშნავს მასპინძელს; შემდგომში წარმოიქმნა სიტყვები hospitalis ან hospitium, რომ აესახათ უცხოს მიმართ სტუმარ-მასპინძლობის გრძნობა. Hospice იყო გამოყენებული რათა გადმოეცათ მეგობრული და თბილი დამოკიდებულება სტუმარსა და მასპინძელს შორის. WHO-მ ჰოსპიტალი განმარტა როგორც „სოციალური და სამედიცინო ორგანიზაციის ინტეგრანული ნაწილი, რომლის ფუნქციაა მიაწოდოს პოპულაციას სრულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა — როგორც სამკურნალო, ასევე პრევენციული და რომლის გაწერილი პაციენტების სერვისი გადაწვდება მის ოჯახსა და სახლის გარემოს; ჰოსპიტალი არის აგრეთვე „ჯანმრთელობის მუშაკებისა და ბიოსოციალური კვლევების ცენტრი“. ის შეიძლება ასევე განისაზღვროს როგორც „მწოლიარე პაციენტების სამედიცინო, ქირურგიული და/ან გინეკოლოგიური მოვლისთვის არსებული ინსტიტუტი, რომელიც აღიქმება როგორც ჰოსპიტალი ცენტრალური/შტატის ხელისუფლების/ლოკალური ფიზიკური პირების მიერ ან ლიცენზირებულია შესაბამისი დაწესებულების მიერ.“
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.