Dedicated to publishing of and collaboration on glossaries in various fields in Georgian and other languages.
:
A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Z
HA HB HC HE HI HO HU HW HY

Hookworm

 
ქართ.ჰელმინთური პარაზიტული ნემატოდი
ადამიანის ნაწლავის პარაზიტი, რომელიც ძირითადად იწვევს მსუბუქ დიარეას და მუცლის ტკივილს. მძიმე ინფექციამ შეიძლება ახალშობილებს, ბავშვებს, ორსულებს და ნაშიმშილარ ადამიანებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეუქმნას. ნემატოდური ინფექციები, ძირითადად, ტროპიკულიდან სუბტროპიკული კლიმატის მქონე ქვეყნებში გვხვდება და დაახლოებით 1 ბილიონამდე ადამიანს აავადებს — დაახლოებით, მსოფლიო პოპულაციის ერთ მეხუთედს. ერთ-ერთი გავრცელებული სახე, Ancylostoma duodenale, გვხვდება სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ აზიაში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. მეორე სახე არის Necator americanus. დაავადება გადადის დაბინძურებულ ნიადაგთან კონტაქტის შემდეგ, ძირითადად ფეხშიშველი სიარულით ან დაბინძურებული მიწის შემთხვევით გადაყლაპვის შემდეგ. (Bundy 1990) ბავშვები თამაშობენ სიბინძურეში და ხშირად დადიან ფეხშიშველნი დ არიან დიდი რისკის ქვეშ. რადგანაც ტრანსმისიისთვის აუცილებელია, რომ ლარვა ნიადაგში წარმოიქმნას, ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა არ ხდება. ინფექციის პირველი ძირითადი ნიშანია მიწასთან შეხების ადგილზე ქავილი და გამონაყარი. მსუბუქმა ინფექციამ შეიძლება არ იქონიოს სიმპტომები, ხოლო მძიმე ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია, მუცლის ტკივილი, დიარეა, უმადობა, წონაში კლება. მძიმე, ქრონიკულმა ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს შემცირებული ზრდა და მენტალური განვითარება (Roche 1966). ანტი-ჰელმინთური წამლები ეფექტურია და აქვს ნაკლები გვერდითი ეფექტები. 2 წელზე ქვემოთ ასაკის ბავშვების მკურნალობაზე გადაწყვეტილება მათმა მზრუნველმა უნდა მიიღოს. ინფექციის პრევენციისთვის აუცილებელია ინფორმირება ჯანმრთელობის შესახებ. 
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებ • ათეული • უკუკავშირი • ავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 ISI XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12