Dedicated to publishing of and collaboration on glossaries in various fields in Georgian and other languages.
:
A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Z
HA HB HC HE HI HO HU HW HY

Homeopathy

 
ქართ.ჰომეოპათია
დრ. ქრისტიან პრედერიკ სამუელ ჰანემანის მიერ აღმოჩენილი სისტემა, რომელმაც დაადგინა, რომ ჯანმრთელ ადამიანებზე ხელოვნური სიმპტომების წარმოქმნის უნარის მქონე ნებისმიერ ნივთიერებას შეუძლია დაავადებულ მდგომარეობაში ამ სიმპტომების განკურნება. ეს წარმოქმნის ჰომეოპათიის Simlia Similibus Curentur ბაზისურ თეორიას. მან ჩართო თავისი კვლევითი ნაშრომი კლასიკურ წიგნებში „Materia Medica Pura“ და „Organon of Art of Healing“. ჰომეოპათიის, მოცემული მნიშვნელოვანი პრინციპები: ა) მსგავსების წესი: ამბობს, რომ წამალს რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ხელოვნური სიმპტომები ჯანმრთელ ადამიანში, შეუძლია განკურნოს ბუნებრივი დაავადების მსგავსი სიმპტომები; ბ) განკურნების მიმართულების წესი: ამბობს, რომ მკურნალობის პროცესში სიმპტომები უჩინარდებიან მათი გამოჩენის დროის საწინააღმდეგოდ, უფრო მნიშვნელოვანი ორგამოებიდან ნაკლებად მნიშვნელოვანი ორგანოებისკენ და ა.შ. ; გ) ერთი წამლის პრინციპი: ამბობს, რომ მკურნალობისთვის ძირითადად, შემთხვევის კარგად გამოკვლევის შემდეგ, ერთი წამალი უნდა ინიშნებოდეს; დ) მინიმალური დოზების თეორია: ამბობს, რომ უნდა ინიშნებოდეს მინიმალური შესაძლო დოზა; ე) ქრონიკული დაავადების თეორია: ამბობს, რომ ავადმყოფობა გამოწვეულია ადამიანში სამი ქრონიკული ლატენტური კავშირით, რომლებიც ძირითადად მიძინებულ მდგომარეობაში არიან, მაგრამ თავს იჩენენ მაშინ, როცა გარემო, როგორიცაა: არარეგულარული ცხოვრება, არაჯანმრთელ სიტუაციებთან მუდმივი შეხება, ემოციური სტრესი, ატმოსფერული გავლენები და ა.შ. დაჯაბნის იმუნურ სისტემას/ჯანმრთელობას. ასევე მიიჩნევა, რომ გარე ზემოქმედებებს, როგორიცაა: ბაქტერიები, ვირუსები, არ შეუძლიათ გამოიწვიონ დაავადება მანამ, სანამ ადამიანის საციცოცხლო რეზისტენტობა გარკვეულ დონეზე დაბლა არ დაიწევს. აქედან გამომდინარე, ძირითადი ყურადღება ინდივიდუალური გზებით იმუნური მექანიზმის გაუმჯობესებას ეთმობა. ჰომეოპათი ექიმები ამბობენ, რომ მათ შეუძლიათ ეფექტურად უმკურნალონ გარკვეულ ქრონიკულ დაავადებებს, როგორებიცაა: დიაბეტი, ართრიტი, ბრონქიალური ასთმა, კანის ალერგიები, იმუნოლოგიური დაავადებები და ა.შ.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებ • ათეული • უკუკავშირი • ავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 ISI XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12