| ქართ. | ჰეპატიტი A (ინფექციური ჰეპატიტი) |
არის ინფექციური დაავადება გამოწვეული ენტეროვირუსით ჰეპატიტი ა-ს ვირუსით HAV Picornaviridae. გამოიხატება არასპეციფიური სიმპტომებით როგორიც არის: ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, გენერალიზირებული სისუსტე და ტკივილი, რასაც მოყვება ანორექსია, გულისრევა, ღებინება, მუქი შარდი და სიყვითლე. გადაცემის გზა არის ფეკალურ-ორალური გზით ან პირდაპირი კონტაქტით ადამიანიდან ადამიანამდე ან არაპირდაპირად — კონტამინირებული წყლიდან, საჭმლიდან ან რძიდან. პარენტერალური და სქესობრივი გზით გადაცემა ძალიან იშვიათია. საუკეთესო პრევენციულ სტრატეგიას წარმოადგენს ჰიგიენის დაცვა და ჯანდაცვის გაუმჯობესება.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.