Dedicated to publishing of and collaboration on glossaries in various fields in Georgian and other languages.
:
A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Z
HA HB HC HE HI HO HU HW HY

Human Health Security

 
ქართ.ადამიანთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება
საერთაშორისო ურთიერთობებში უსაფრთხოების საკითხის კვლევა ზოგიერთმა ანალიტიკოსებმა, შტატის შიდა სამხედრო ძალების მიღმა გააფართოეს განვითარებადი საფრთხეების მოსაცავად, მათ შორის: გარემოს დეგრადაცია, ეკონომიური არასტაბილურობა, ეთნიკური ძალადობა და ჯანმრთელობა. ხშირად ეს ახალი საფრთხეები რთული სისტემებიდანაა წარმოქმნილი, როგორც ბუნებრივი (ეკოსისტემა) ასევე ადამიანის მიერ შექმნილი (გლობალური ეკონომია), სადაც ინდივიდები, შტატები და სისტემა მონაწილეობენ და სადაც ეკონომიკა, სოციალური და გარემო ფაქტორები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური და სამხედრო ფაქტორები(ბუზანი 1991). უფრო მეტიც, დემოკრატიზაციის, ადამიანთა უფლებების და ინდივიდუალიზმის რთულმა ქსელმა, რომელიც ბევრ თანამედროვე სოციუმს განსაზღვრავს, უსაფრთხოების რეფერენტული ობიექტი შტატიდან ინდივიდზე გადაანაცვლა. ამ შემთხვევაში, აქსუორთი (2001) აღნიშნავს, რომ „გლობალიზაციამ ინდივიდუალ ადამიანთა ტანჯვა შეუქცევად უნივერსალურ შფოთვად აქცია“. ამ კუთხით, ხელისუფლების ცენტრალური უსაფრთხოების ვალდებულება მისი მოქალაქეების უსაფრთხოება და კეთილდღეობაა. მრავალი ჯანმრთელობის რისკფაქტორი, მათ შორის ინფექციური დაავადების გავრცელება, წამალზე დამოკიდებულება, ბიოტერორიზმი, სამოქალაქო აგრესია და მცირე ზომის იარაღის გავრცელება, გლობალური ჯანდაცვისა და პოლიტიკური სტაბილურობისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ამ კონტექსტში ჯანმრთელობის შესაბამისად მიმართვისთვის, უსაფრთხოებამ დინამიურად ორიენტირებულ კონცეფციას უნდა მიმართოს, რომელიც ცდილობს მათ წყაროში არსებული პრობლემების გადაწყვეტას. 2000 წელს, გაერთინებული ერების უსაფრთხოების კონსულმა მიიღო პირველი რეზოლუცია ჯანმრთელობის საკითხზე, ქვეყნებისთვის აივ/შიდსის წინააღმდეგ „მშვიდობიანი ომის“ განხორციელების თხოვნით. უსაფრთხოების საკონსულოში საკითხის განხილვისას, შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ჰოლდბრუკმა განაცხადა „შიდსი ისეთივე უსაფრთხოების გამოწვევაა, როგორსაც ჩვენ უსაფრთხოების საკონსულოს დაარსებიდან დავუპირისპირდით.“ გამომდინარეობს აზრი, რომ მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის საკითხები, როგორიცაა შიდსი, უსაფრთხოების დღის განრიგზე გვთავაზობს შესაძლებლობას წარვმართოთ უსაფრთხოება პოლიტიკის ძალაუფლების ბალანსის და საერთაშორისო ურთიერთობებში თვითდახმარებიდან, უფრო უსაფრთხო და ადამიანური საერთაშორიო სოციუმის მიღებისკენ. ეს განვითარებები შეიძლება ვიხილოთ როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ლიბერალური ინტერნაციონალისტური და ფუნდამენტალისტური აზროვნების განახლება, რომელმაც მიგვიყვანა გაეროს ჩამოყალიბებამდე, სადაც დევიდ მიტრენი შეიძლება ყველაზე მოწინავე მწერლად ჩაითვალოს. მან თქვა,რომ ყოველდღიური სოციალური ცხოვრების ფუნქციები, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობას, ინდივიდუალურ შტატებში აღარ ხორციელდება ისე მონდომებით, არამედ ხორციელდება საზღვრებზე რეგიონალური, კონტინენტალური ან ბაზისური საფუძვლით. ეს ქმედებები უნდა გადაიხედოს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა WHO, და არასახელმწიფო ორგანიზაციები. ეს განვითარება სარგებლობას მოუტანს არა მარტო სამყაროს ზოგად საზოგადოებრივ კეთილდღეობას,— თქვა მან— ეს გადაჭრიდა მშვიდობისა და უსაფრთხოების პრობლემასაც (ბეტჩერი 2002, არჩერი 1992).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებ • ათეული • უკუკავშირი • ავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 ISI XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12