Dedicated to publishing of and collaboration on glossaries in various fields in Georgian and other languages.
:
A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Z
CA CE CH CL CO CR Ch Cl Co Cr Cu

? Community Health Worker

 
ქართ.საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკი
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი, რომელიც ამ სფეროს სხვა თანამშრომლებთან ერთად გუნდურად მუშაობს საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის და პაციენტსა და ჯანდაცვის სისტემას შორის პირველ რგოლს წარმოადგენს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკების ტიპები განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში, კერძოდ, დამოკიდებულია ქვეყნისა და საზოგადოების მოთხოვნილებებსა და სახელმწიფოში არსებულ რესურსებზე. უმრავლეს ქვეყნებში, ამ მუშაკებს ირჩევს თავად საზოგადოება, რომლსაც ის ემსახურება. ზოგიერთ ქვეყანაში, ეს პოზიცია მოხალისეობრივია (არა-ანაზღაურებადი); ძირითად შემთხვევაში, საზოგადოების ჯანდაცვის მუშაკები, რომლებიც ნახევარი ან სრული განაკვეთით მუშაობენ, იღებენ მატერიალურ ან სხვა ტიპის სარგებელს საზოგადოებისგან ან ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურიდან. საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკის ინსტიტუტი არ არის მტკიცედ ჩამოყალიბებული და საჭიროა ამ მიმართულებით მეტი მუშაობა. ადაპტირებულია: WHO Centre for Health Development Ageing and Health Technical Report Volume 5; A GLOSSARY OF TERMS FOR COMMUNITY HEALTH CARE AND SERVICES FOR OLDER PERSONS [Internet]; 2004. Community Health Worker [cited 2020 April 9]; Available from: https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/68896/WHO_WKC_Tech.Ser._04.2.pdf;jsessionid=8320581C8D8AAC6BDDEED7E59A7B00F3?sequence=1
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2020 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებ • ათეული • უკუკავშირი • ავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 ISI XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12