არსებობს ალკოჰოლის მოხმარების სხვადასხვა სახე: 1. Rare Drinking – იშვიათად სმა: დალევა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ. 2. Social Drinking - სოციალური სმა: ალკოჰოლის მიღება საზოგადოებრივი შეკრების დროს; 3. At Risk Consumption – საშიში მოხმარება: ალკოჰოლის მიღების დონე, რომლის მოხმარებაც საშიშროებას უქმნის ჯანმრთელობას, თუ არ შეწყდა ასეთი სახით მიღება; 4. Problem drinking – გადამეტებული სმა: ამ დონეზე სმა იწვევს სერიოზულ პრობლემებს თვითონ მომხმარებლისთვის, მათი ოჯახებისა და სოციალური ქსელისთვის ან საზოგადოებისთვის; 5. Dependent – დამოკიდებული: ალკოჰოლზე დამოკიდებულება ყალიბდება ისევე, როგორც წამლებზე – პერიოდული ან ქრონიკული ინტოქსიკაცია, უკონტროლო მოთხოვნილება, ტოლერანტობა მზარდი დოზის მიმართ, დამოკიდბულება (ფსიქოლოგიური ან ფიზიკური) და მავნე პიროვნებისა და საზოგადოებისთვის.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.