| ქართ. | კლინიკური მნიშვნელობა |
დასკვნა, რომ სამედიცინო ჩარევას აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა სამედიცინო პერსონალისთვის. იმ შემთხვევაშიც კი, როცა კონკრეტულ ჩარევას აქვს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი, ეს ეფექტი შეიძლება არ იყოს კლინიკურად მნიშვნელოვანი. მრავალრიცხოვანი მონაწილეებისგან შემდგარ კვლევაში, მცირე სხვაობა ნამკურნალებ და საკონტროლო ჯგუფებს შორის შესაძლოა იყოს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, მაგრამ კლინიკურად უმნიშვნელო, ხოლო მცირერიცხოვან კვლევაში მნიშვნელოვანმა კლინიკურმა სხვაობამ შეიძლება ვერ მიიღოს სტატისტიკური მნიშვნელობა. (საკვლევი რაოდენობის გაზრდა შეიძლება იყოს საჭირო, იმისათვის, რომ სხვაობამ მიიღოს სტატისტიკური მნიშვნელობაც). მაგალითად, თუ პაციენტს აქვს დეპრესია და დაიწყო მკურნალობა კოგნიტურ-ქცევითი თერაპიით და გარკვეული პერიოდის შემდეგ შეუსუსტდა სიმპტომები (ინსომნია, დაღლილობა და ა.შ) ეს ნიშნავს რომ თერაპია იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთ პაციენტზე დაყრდნობით ვერ ვიტყვით რა არის შანსი იმის, რომ ეს შედეგი იყო შემთხვევითი, აქედან გამომდინარე, სტატისტიკური მნიშვნელობის დასადგენად უნდა გავზარდოთ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც აქვთ მსგავსი ჩივილები და მიიღეს იდენტური მკურნალობა. ადაპტირებულია: https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/68896/WHO_WKC_Tech.Ser._04.2.pdf;jsessionid=8320581C8D8AAC6BDDEED7E59A7B00F3?sequence=1
იხილეთ ასევე: Statistical Significance
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2020 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.