არის კონკრეტული (დაზუსტებული) განაცხადი საბოლოო შედეგების შესახებ, რომლის მიღწევაც სურს პროგრამას. Objective არის საბოლოო მისწრაფება, რომლის მისაღწევადაც სრულდება გარკვეული მოქმედებები და ამოცანები. იგი შეიძლება განისაზღვროს, როგორც გაზომვადი და მიღწევადი მდგომარეობა, რომლის დადგომაც მოსალოდნელია გარკვეული პროცედურებისა და რესურსების გამოყენების შედეგად წინასწარ განსაზღვრულ დროსა და ადგილას. იგი უნდა შეიცავდეს აღწერას სასურველი მდგომარეობის, სურვილის ხარისხის, მიღწევის სავარაუდო დროის, განხორციელების სავარაუდო ადგილისა და შეხებაში მყოფი პირების. მიზანი არის ზუსტად განსაზღვრული საბოლოო შედეგი, რომლისკენაც მიმართულია ძალისხმევა, აკონკრეტებს პოპულაციის გამოსავალს, განსასაზღვრ ცვლადებს და ა.შ. (Last 1995). იხ. მისწრაფება, სტრატეგია, სამიზნე.
იხილეთ ასევე: მისწრაფება, სტრატეგია, სამიზნე.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.