გადახრა, ცდომილება, რომელიც გამოწვეულია დამკვირვებლის მიერ არაზუსტი ამოცნობით ან შეფასებით. როცა თავს იჩენს Observer variation, ეს ეჭვქვეშ აყენებს მეცნიერულ სანდოობას. ცდომილების რამდენიმე წყარო არსებობს: „ ა) ზოგადად ადამიანური ბუნების ნაკლი; ბ) გულუბრყვილობა; გ) ავტორიტეტზე დაჟინებითი მიჯაჭვა; დ) პოპულარული გადაჭარბებული წარმოდგენებით ხელმძღვანელობა და ე) სატანის მცდელობა.“ ვარიაცია (ცდომილება) ეხება ყველა დაკვირვებას. ერთი და იგივე ან სხვადასხვა დამკვირვებლის განმეორებით დაკვირვებებში სხვაობა მოსალოდნელია: მისი შემცირება შესაძლებელია თუმცა ბოლომდე გამორიცხვა – არა. ვარიაცია (ცდომილება) შეიძლება განვითარდეს რამდენიმე გზით. დამკვირვებელს შესაძლოა გამორჩეს შეცდომა ან ეგენოს, რომ აღმოაჩინა იგი იქ, სადაც რეალურად არ არის. გაზომვამ ან ტესტმა შეიძლება მოგვცეს მცდარი შედეგი ტექნიკური წუნის გამო ან შედეგების არასწორი წაკითხვის ან ჩაწერის გამო. ან შესაძლოა დამკვირვებელმა არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთოს ინფორმაციას. observer variation-ის ორი სახესხვაობაა დამკვირვებელთაშორისი ვარიაცია (ცდომილება), ე.ი. რამდენად დიდია სხვაობა დამკვირვებელთა აღწერებს შორის ერთსა და იმავე მასალაზე და intra observer variation, ანუ რამდენად განსხვავდება ერთი და იგივე დამკვირვებლის მიერ იგივე მასალაზე გაკეთებული განმეორებითი დაკვირვებების შედეგები (Last 1995).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.