| ქართ. | ჰაერის დამაბინძურებლები |
1. ზოგადად, გარემოში არსებული ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს რესურსების სარგებლიანობაზე. 2. ჰაერში არსებული ნებისმიერი ნივთიერება, რომელსაც საკმაოდ მაღალი კონცენტრაციით შეუძლია ზიანი მოუტანოს ადამიანებს, ცხოველებს, მცენარეებს ან მასალებს. დამაბინძურებლებს შესაძლებელია მიეკუთვნებოდეს ჰაერში არსებული ნებისმიერი ბუნებრივი ან ხელოვნური შემადგენლობა. ისინი შესაძლებელია არსებობდნენ ნებისმიერი ფორმით. მეტწილად, იყოფა ორ ძირითად ჯგუფად: (1) იდენტიფიცირებადი წყაროებიდან პირდაპირ გამოყოფილი; და (2) ორი ან მეტი პირველადი დამაბინძურებლის ურთიერთქმედების ან ნორმალური ატმოსფერული კომპონენტების რეაქციის შედეგად წარმოქმნილნი, ფოტოაქტივაციით ან მის გარეშე. ყვავილთა მტვრის, ნისლისა და მტვრის გამოკლებით, რომლებიც ბუნებრივნი არიან, გამოვლინდა 100 დამაბინძურებელი და დაიყო მომდევნო კატეგორიებად: მკვირივი მინარევები, გოგირდის ნაერთები, აორთქლებადი ორგანული ქიმური ნივეთიერებები, ჟანგბადის ნაერთები, ჰალოგენის ნაერთები, რადიოაქტიური ნაერთები და არომატები (DiNardi 1998).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.