| ქართ. | ალკოჰოლური ინტოქსიკაცია |
ალკოჰოლით გამოწვეული დაავადება, რომელიც ვლინდება მისი მიღების შემდეგ. კლინიკურად ეს დაავადება ხასიათდება მიუღებელი ქცევით ან ფსიქოლოგიური ცვლილებებით (მაგ: შეუსაბამო სექსუალური ან აგრესიული ქცევა, გუნება-განწყობილების ლაბილობა, განსჯის უნარის დარღვევა, დარღვეულია სოციალური ან სამუშაო ფუნქციონირება), რაც ვითარდება ალკოჰოლის მიღების პროცესში ან მის შემდეგ მოკლე პერიოდში. პიროვნებას შესაძლბელია განუვითარდეს მეტყველების, კოორდინაციის დარღვევა, არამყარი დგომა, ნისტაგმი, ყურადღების ან მეხსიერების დარღვევა, სტუპორი ან კომა. კანონის მიხედვით ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ეფუძნება სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაციას, რომლის განსაზღვრაც ხდება შესაბამისი მეთოდით. სხვადასხვა ქვეყანაში ეს რაოდენობა სხვადასხვანაირია.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.