მწვავე გენერალიზებული პარამიქსოვირუსული ინფექცია, რომელიც გამოვლინდება ერთმხრივი ან ორმხრივი ყბაყურა ჯირკვლის ანთებით. ეპიდემიებს ადგილი აქვს გვიან ზამთარსა და გაზაფხულზე, გადაცემა ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით. ინკუბაციური პერიოდი - 10-14 დღე. დაავადების თავიდან აცილება ხდება ადრეულ ასაკში, იმუნიზაციით.