ტერმინი, რომელიც გულისხმობს, რომ ადამიანები არიან ერთმანეთთან იმგვარად დაკავშირებულნი, რომ თუ ერთ პირს რაიმე შეემთხვევა, ეს აისახება მეორე პირზე. რამდენად შეეხება ეს ყველა პირს თანაბრად, დამოკიდებულია ურთიერთდამოკიდებულების სიმეტრიულობასა და ასიმეტრიულობაზე. კონტექსტ გლობალიზაციის სინონიმად ხშირად გამოიყენება ურთიერთდამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, გლობალიზაცია ხშირად განისაზღვრება როგორც ადამიანებისა და საზოგადოებების გაზრდილი ურთიერთდამოკიდებულებების წამყვანი მიზეზი ე(მაგალითად, გლობალური გარემო). თუმცა ეს ტერმინები განსხვავდებიან ერთმანეთისგან სხვადასხვა თვალსაზრისით: რადგან გლობალიზაცია შეიძლება შეფასდეს, როგორც მაღალი ხარისხის ურთიერთდამოკიდებულების შექმნა, რჩება ფუნდამენტური შეკითხვები მისი მიმართულების, ხანგრძლივობის, სერიოზულობისა და დამოკიდებულებების ბალანსის შესახებ. ძლიერი უთანასწორობის გათვალისწინებით რესურსებში, ცვლილებებში, ძალაში და სხვა უნარებში გარკვეული პირები და საზოგადოებები არიან მოწყვლადი გლობალური ცვლილებების გვერდითი მოვლენების მიმართ.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.