| ქართ. | #138, მინიმალური ასაკის კონვენცია, 1973 |
სახელმწიფოს მოეთხოვება გაატაროს ეროვნული პოლიტიკა ბავშვთა იძულებითი შრომის წინააღმდეგ. პოლიტიკა მიმართული იქნება აწიოს დასაქმების ან მუშაობის ასკობრივი ზღვარი, რაც დაკავშირებულია სრულ ფიზიკურ დატვირთვასთან და ახალგაზრდის გონებრივ განვითრებასთან. ზოგადი წესის მიხედვით, ეს შეიძლება იყოს არანაკლებ 15 წელი ან სავალდებულო სკოლის დასრულების ასაკი. თუმცა, განვითარებად ქვეყნებში მინიმალური ხელფასი შეიძლება დაინიშნოს 14 წლიდან. ამ წესის სავალდებულო გამონაკლისი ვრცელდება სამუშაოს იმ სახეობებზე , რომლებიც საფრთხეს უქმნიან ახალგაზრდა ადამიანების „ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას ან მორალს“ . ასეთი საქმიანობების შემთხვევაში მინიმალური ასაკი არ უნდა იყოს 18 წელზე ნაკლები ან შესაბამისი უსაფრთხოების ზომების არსებობის შემთხვევაში, 16 წელი.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.