Gateway to collaborative glossaries in Georgian and multiple languages.

Mad Cow Disease

 
ქართ.ცოფიანი ძროხის დაავადება
ხარის გადამდები ღრუბლისებრი ენცეფალოპათია (TSE/BSE), რომელიც პირველ რიგში ასნებოვნებს ცხოველთა გარკვეულ ჯიშებს და ზოგჯერ ადამიანებს. ხასიათდება ნეიროპათოლოგიური ღრუბლისებრი ცვლილებელით და ცილა ამილოიდის (პრიონის ცილა) ჩალაგებით ტვინის რუხ ნივთიერებაში. დაავადების გადაცემა ხდება ინფიცირებულ ქსოვილთან ექსპოზიციის შემთხვევაში. ეტიოლოგიური აგენტის ზუსტი ბუნება უცნობია. ის თვითგამრავლებადი ცილაა, რმელსაც პრიონის ცილა ეწოდება. ამ დაავადების პრევენცია და კონტროლი დამოკიდებულია კარგად ჩატარებულ მეთვალყურეობაზე, საქონლის ან მისი პროდუქტების იმპორტის აკრძალვაზე ამ დაავადებისთვის ენდემური ქვეყნებიდან და უნივერსალური სიფრთხილის გამოჩენაზე ამ საქონლის დამუშავების ადგილებზე. (COI 2002). იხ. Creutzfeldt–Jakob disease.
იხილეთ ასევე: Creutzfeldt–Jakob disease.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებათეულიუკუკავშირიავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 Innovative Systems Institute XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12