Gateway to collaborative glossaries in Georgian and multiple languages.

Aging of the Population

 
ქართ.პოპულაციის დაბერება
დემოგრაფიული ტერმინია, რაც ნიშნავს ასაკოვანი პაციენტების რაოდენობის ზრდას პოპულაციაში. ეს არ ნიშნავს სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას ან იმას, რომ „ხალხი ცხოვრობს იმაზე უფრო მეტ ხანს, ვიდრე ადრე“. წარსულში პოპულაციის დაბერების პრინციპული განმსაზღვრელი იყო შობადობის კოეფიციენტის დაქვეითება: როდესაც უფრო ნაკლები ბავშვი იბადება, ვიდრე წინა წლებში, შედეგად, ზედა ასაკობრივ ჯგუფებში სიკვდილიანობის კოეფიციენტის მატების არარსებობის შემთხვევაშიც კი, პოპულაციაში ასაკოვანი ადამიანების რაოდენობა იზრდება. განვითარებულ საზოგადოებებში სიკვდილიანობის ცვლილება იქცევა ფაქტორად: სიცოცხლის პირველ ნახევარში სიკვდილიანობის დაქვეითება მცირეა, მესამე და მეოთხე მეოთხედში – იწყება დაქვეითება, რაც იწვევს ასაკოვანი პირების რაოდენობის ზრდას (Last 1995).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებათეულიუკუკავშირიავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 Innovative Systems Institute XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12