Gateway to collaborative glossaries in Georgian and multiple languages.

National Health Services (NSH), UK

 
ქართ.ჯანმრთელობის ეროვნული სერვისები (NSH), გაერთიანებული სამეფო
დაარსდა 1948 წელს და მისი რეორგანიზაცია მოხდა 1974 და 1984 წლებში. არსებობს ჯანმრთელობის რაიონები, რომლებიც ემსახურება განსაზღვრულ მოსახლეობას, დაახლოებით 200-400 ათასს, იმართება რაიონალური ჯანდაცვის ორგანოს მიერ და მენეჯმენტი ხდება რაიონის ინფრასტრუქტურის მართვის ექვსწევრიანი გუნდით - ადმინისტრატორი, ხაზინადარი, ექთანი, სოფლის ექიმი და ორი აქტიური კლინიცისტი, რომლებიც მუშაობენ ნახევარ განაკვეთზე, ჩვეულებრივ, ორი წლის განმავლობაში. ასევე, გენერალური მენეჯერი რეკომენდებულია გრიფიტის მიერ (1983). თითოეულ რაიონს აქვს გადაუდებელი დახმარების საავადმყოფო და გარდა ამისა, სამეანო, ფსიქიატრიული, გერიატრიული და გონებრივად შეზღუდულთა უზრუნველყოფის დაწესებულებები, ჯანდაცვის ცენტრებთან, კლინიკებთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პერსონალთან ერთად. ზოგადი პრაქტიკის მომსახურება არის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ფილიალი, მაგრამ, არსებითად, დარჩა დამოუკიდებელი. ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს აფინანსებს ცენტრალური ხელისუფლება.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებათეულიუკუკავშირიავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 Innovative Systems Institute XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12