| ქართ. | სავალდებულო–სარეგისტრაციო დაავადება |
: დაავადება, რომლის შესახებაც კანონით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად დიაგნოზის დასმისთანავე უნდა ეცნობოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი უწყების (იურისდიქციის) წარმომადგენელს (Last 1995). საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვანი დაავადებები საჭიროებენ მათ შესახებ ჯანდაცვის წარმომადგენლების ინფორმირებას. სამწუხაროდ, გადამდები დაავადებების შესახებ ჯანდაცვის წარმომადგენლების ინფორმირება ძალზედ არასრულყოფილად ხდება. ამის მიზეზებია: დიაგნოსტიკური უზუსტობები; პაციენტისა და ექიმის სურვილი დაფარონ ისეთი დაავადებები, რომლებზეც სოციალური სტიგმაა გავრცელებული, მაგ. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები; და ექიმთა გულგრილობა ისეთი დაავადებების შესახებ ინფორმაციის საჭიროებაზე როგორებიცაა – ჰეპატიტი, ქოლერა, იაპონური ენცეფალიტი და წითელა. და მაინც, შეტყობინებები უკიდურესად მნიშვნელოვანია. ისინი წარმოადგენენ საწყის წერტილს პრევენციული ზომების (მაგ. იმუნიზაციის) მისაღებად, წარუმატებლობის შესწავლისათვის, ინფექციის წყაროს მიკვლევისთვის, ინფექციის გეოგრაფიული განაწილების აღწერისათვის და სხვა მრავალი მიზნისთვის, რაც დამოკიდებულია კონკრეტულ დაავადებაზე.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.