ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა (შემცირება) ხანგრძლივი და დიდი რაოდენობით მიღების შემდეგ. პიროვნებას შესაძლებელია განუვითარდეს აუტონომიური ჰიპერმგრძნობელობა, ხელების გაძლიერებული ტრემორი, უძილობა, გულისრევა ან ღებინება, გარადამავალი ვიზუალური, ტაქტილური ან სმენითი ჰალუცინაციები ან ილუზიები, ფსიქომოტორული აჟიტირება ან შფოთვა და ეს სიმპტომები იწვევს კლინიკურად სერიოზულ დაძაბულობას ან ფუნქციონირების დარღვევას სოციალურ, სამუშაო ან სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.