| ქართ. | ბ ჰეპატიტის ბირთვის ანტისხეული |
პოზიტიური (რეაქტიული) ტესტი ნიშნავს წარსულ ან მიმდინარე ინფექციას. ამ ანტისხეულს არ აქვს დამცველობითი უნარი ვირუსის წინააღმდეგ, განსხვავებით ზედაპირის ანტისხეულისგან(შედარებისთვის იხილეთ B ჰეპატიტის ზედაპირული ანტისხეული HBsAb). ტესტის ზუსტი კლინიკური მნიშვნელობის გასაგებად საჭიროა მისი HBsAg და anti-Hbs ტესტების პასუხებთან ერთად განხილვა, რათა დადგინდეს დადებითი პასუხი მიმდინარე ინფექციას აღნიშნავს თუ უკვე გადატანილს. ადაპტირებულია: https://www.hepb.org/prevention-and-diagnosis/diagnosis/hbv-blood-tests/
იხილეთ ასევე: HEPATITIS B
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2020 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.