კვლევა, რომელიც დაიგეგმა ასოციაციების, სავარაუდო ან წარმოსახვითი მიზეზობრივი კავშირების გამოსაკვლევად. ანალიტიკური კვლევა ჩვეულებრივ ტარდება რისკფაქტორების ეფექტების გამოსავლენად ან შესაფასებლად ან ჯანმრთელობაზე სპეციფიურ ეფექტებთან დაკავშირებით, აღწერილობითი კვლევისაგან განსხვავებით, რომელიც არ იკვლევს ჰიპოთეზას. ანალიტიკური კვლევების გავრცელებულ ტიპებს წარმოადგენს: ჯვარედინ-სექციური, კოჰორტული და შემთხვევა-კონტროლის კვლევები. ანალიტიკურ კვლევაში საკვლევი პოპულაციის ინდივიდების კლასიფიკაცია შესაძლებელია სპეციფიური დაავადების არსებობის (ან მომავალში განვითარების) ან არარსებობის და “ატრიბუტების” მიხედვით, რომლებმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინონ დაავადების განვითარებაზე. ასეთი ატრიბუტებია: ასაკი, რასა, სქესი, სხვა დაავადება (დაავადებები), გენეტიკა, ბიოქიმიური, ფიზიოლოგიური მახასიათებლები, ეკონომიკური სტატუსი, საქმიანობა, საცხოვრებელი ადგილი, გარემოს სხვადასხვა ასპექტები ან პერსონალური ქცევა. იხ. კვლევის დიზაინი, აღწერილობითი კვლევა.
იხილეთ ასევე: კვლევის დიზაინი, აღწერილობითი კვლევა.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.