| ქართ. | ანტიგენური ცვალებადობა |
„ევოლუციური“ ცვლილებები მიკროორგანიზმის დნმ/რნმ-ის სტრუქტურაში ერთი მასპინძლიდან მეორეში გადასვლის განმავლობაში. ეს შესაძლებელია გამოწვეული იყოს გენების რეკომბინაციით, დელეციით ან ჩართვით, წერტილოვანი მუტაციით ან ბევრი სხვა მოვლენის შედეგად. ეს პროცესი შეისწავლეს გავრცელებულ ვირუსებში, კერძოდ, გრიპის ვირუსში (Palese & Yong 1982). ის, ჩვეულებრივ, იწვევს ანტიგენური შემადგენლობის ნელ და პროგრესულ ცვლილებას შესაბამისად, ინდივიდის და პოპულაციის იმუნოლოგიურ რეაქციაშიც შესაბამისი მიკროორგანიზმის მიმართ. იხ. ანტიგენური ცვალებადობა.
იხილეთ ასევე: ანტიგენური ცვალებადობა.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.