Dedicated to publishing of and collaboration on glossaries in various fields in Georgian and other languages.
:
A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Z
AB AC AD AE AF AG AI AL AM AN AP AQ AR AS AT AU AV AX AY An

Asbestos

 
ქართ.აზბესტოზი
ზოგადი ტერმინი, რომელიც იხმარება გარკვეული ფიბროზული მინერალების მიმართ მათი თერმული რეზისტენტობის, დატვირთვისადმი მედეგობისა და აკუსტიკური იზოლაციის გამო. აზბესტის მინერალები იყოფა ორ დიდ ჯგუფად: სერპენტინი და ამფიბოლი. აზბესტოზის ერთი ტიპი ვითარდება სერპენტინის მინერალებიდან, ქრიზოლითისგან, რომელიც ასევე ცნობილია თეთრი აზბესტის სახით. ამფიბოლის მინერალები მოიცავს აზბესტის 5 სახეობას: ამოზიტი, კროკიდოლიტი, ტრემოლიტი, ანტოფილიტი და აქტინოლიტი. ორი მათგანი კომერციულად ყველაზე ღირებული ფორმაა: ამოზიტი ანუ ყავისფერი აზბესტი და კროკიდოლიტი ანუ ცისფერი აზბესტი. სხვა ამფიბოლური მინერალები ნაკლებად მნიშვნელოვანია კომერციული თვალსაზრისით. აზბესტის ყველა ფორმა იწვევს აზბესტოზს, ფილტვების პროგრესული ფიბროზული დაავადება. თითოეულ მათგანს შეუძლია გამოიწვიოს ფილტვის კიბო და ავთვისებიანი მეზოთელიომა (Dement et al 1994, IPCS 1988).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებ • ათეული • უკუკავშირი • ავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 ISI XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12