Dedicated to publishing of and collaboration on glossaries in various fields in Georgian and other languages.
:
A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Z
AB AC AD AE AF AG AI AL AM AN AP AQ AR AS AT AU AV AX AY An

Association (Syn. Correlation, Statistical Dependence, Relationship)

 
ქართ.ასოციაცია (სინ. კორელაცია, სტატისტიკური დამოკიდებულება, ურთიერთკავშირი)
ჰუმის მიერ აღწერილი სამი მახასიათებლიდან ერთ-ერთი (1945 წ). ნებისმიერი სავარაუდო მიზეზის ასოციაცია სავარაუდო ეფექტთან სტატისტიკურად განიხილება ალბათობის არსებობისა და სიძლიერის მიხედვით ცვალებადობის მოსალოდნელ სიდიდეებზე დაყრდნობით (ე.წ. შემთხვევითობის გამოვლენა). ეპიდემიოლოგიაში სხვა კრიტერიუმები, როგორიცაა ურთიერთშეთანხმება რეპლიკაციასთან მიმართებაში, ასევე მნიშვნელოვანია. თუ ანტაგონისტური მიზეზების ერთდროულად მოქმედებას მოველით, როგორც უკუკავშირის სისტემებში, ასოციაციების არარსებობა უარყოფს მიზეზს. ასოციაცია არსებობს, თუ მოვლენის ან მახასიათებლის გამოვლინების ალბათობა ან ცვლადის რაოდენობა დამოკიდებულია ერთი ან მეტი მოვლენის, მახასიათებლის, ან ცვლადის რაოდენობის გამოვლინებაზე. ორ ცვლადს შორის ასოციაცია განიხილება როგორც დადებითი, როცა ცვლადის მაღალი სიდიდეების გამოვლინება დაკავშირებულია მეორე ცვლადის მაღალი სიდიდეების გამოვლინებასთან. უარყოფითი ასოციაციის დროს ერთი ცვლადის მაღალი სიდიდეების გამოვლინება დაკავშირებულია მეორეს დაბალი სიდიდეების გამოვლინებასთან. ასოციაცია შესაძლებელია იყოს შემთხვევითი ან გამოიწვიოს სხვადასხვა გარემოებებმა; ასოციაციის არსებობა აუცილებლად კავშირის არსებობას არ გულისხმობს. თუ ტერმინი ასოციაცია გამოიყენება სტატისტიკურ სიტუაციებში, მაშინ ის ცნობილია როგორც სტატისტიკური ასოციაცია ან სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ასოციაცია (Last 1995). ასოციაცია შესაძლებელია იყოს სიმეტრიული (არა-მიზეზობრივი) ან ასიმეტრიული (მიზეზობრივი). იხ. მახასიათებლები.
სინონიმი: კორელაცია, სტატისტიკური დამოკიდებულება, ურთიერთკავშირი
იხილეთ ასევე: მახასიათებლები.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებ • ათეული • უკუკავშირი • ავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 ISI XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12