| ქართ. | პედიატრიული საავადმყოფოების მეგობრული ინიციატივა (BFHI) |
დასაბამი მისცა UNICEF-მა და WHO-მ 1991 წელს, რათა ძუძუთი კვება არ ქცეულიყო “საშიშ პრაქტიკად”- ქმედება, რომელსაც როგორც მდიდარ, ისე ღარიბ ქვეყნებში ხელს უწყობდნენ საავადმყოფო და სამედიცინო პერსონალი დაბადების შემდეგ დედისა და ჩვილის დაშორებით და ახალშობილის ხელოვნური კვების დაწყებით. ასეთი ინიციატივით შეიმუშავეს მომდევნო მითითებები საავადმყოფოსთვის ან სამშობიაროსთან არსებული ახალშობილთა მოვლის განყოფილებისთვის: 1. ძუძუთი კვების წერილობითი პოლიტიკა, რომელიც როგორც წესი მთელ სამედიცინო პერსონალთან არის დაკავშირებული. 2. მთლიანი სამედიცინო პერსონალის ტრენინგი ამ პოლიტიკის განსახორციელებელი უნარ-ჩვევების შესაძენად. 3. ყველა ორსული ქალის ინფორმირება ძუძუთი კვების დადებითი მხარეებისა და მართვის შესახებ. 4. დედების დახმარება ძუძუთი კვების დაწყებაში დაბადებიდან ნახევარ საათში 5. აჩვენონ დედას, როგორ უნდა კვებოს ბავშვი ძუძუთი და როგორ შეინარჩუნოს ლაქტაცია მაშინაც კი, როცა ისინი უნდა დაშორდნენ ჩვილს. 6. ახალშობილს არ უნდა მისცენ სხვა საკვები, დედის რძის გარდა, თუ არ არის სამედიცინო ჩვენება. 7. ვარჯიში - დედისა და ახალშობილის ერთად ყოფნა ერთ ოთახში 24 სთ-ის განმავლობაში. 8. მოთხოვნისამებრ, ძუძუთი კვების წახალისება. 9. არ მისცეთ ხელოვნური საწოვარა ან დამამშვიდებლები (იგივე მატყუარა) ჩვილებს, რომლებიც ძუძუთი იკვებებიან. 10. უნდა შეიქმნას ძუძუთი კვების ხელშემწყობი ჯგუფები და დედები უნდა გაიგზავნონ მათთან საავადმყოფოდან ან კლინიკიდან გაწერისას. თუ საავადმყოფო უზრუნველყოფს RCH პროგრამის ფარგლებში ბავშვის გადარჩენის კომპონენტს, მაშინ მისი სერთიფიცირება შესაძლებელია როგორც „ჩვილების მეგობარი პლუს საავადმყოფო“- სი (Unicef 1992).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.