| ქართ. | სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა (სიცოცხლის ხანგრძლივობა) |
მოცემული ასაკის პიროვნების ცხოვრების მოსალოდნელი წლების საშუალო რაოდენობა, როცა მიმდინარე სიკვდილიანობა იგივე სიხშირით გრძელდება. ზოგადი სტატისტიკა ეფუძნება არსებული ასაკისთვის სპეციფიური სიკვდილიანობის სიხშირეს. Life Expectancy at birth – სიცოცხლის ხანგრძლივობა დაბადებისას არის ახალშობილის მოსალოდნელი ცხოვრების წლების საშუალო რაოდენობა, როცა მიმდინარე სიკვდილიანობა იგივე სიხშირით გრძელდება. ის შეესაბამება ახალშობილთა კოჰორტის მოსალოდნელი ცხოვრების წლების საერთო რაოდენობას შეფარდებული კოჰორტაში ბავშვების რაოდენობასთან. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაბადებისას ნაწილობრივ დამოკიდებულია სიკვდილიანობაზე ცხოვრების პირველ წელს; ამგვარად, ის ღარიბ ქვეყნებში უფრო მცირეა, ვიდრე მდიდარ ქვეყნებში, ვინაიდან ჩვილებისა და ბავშვთა სიკვდილიანობა პირველში უფრო მაღალია. თუმცა, Life Expectancy at One Year არის მოსალოდნელი ცხოვრების წლების საშუალო რაოდენობა, როცა მიმდინარე სიკვდილიანობა იგივე სიხშირით გრძელდება მოცემული წლისთვის ჩვილების სიკვდილიანობის სიხშირეზე დაყრდნობით. სიცოცხლის ხანგრძლივობა არის მიმდინარე ჯანმრთელობისა და სიკვდილიანობის მდგომარეობის წარმოსახვითი საზომი და მაჩვენებელი. ეს არ არის სიხშირე.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.