ქართ. | გრავიტაციის ტიპის ავტოკლავი |
რომელშიც წნევა გამოიყენება სამკურნალო საკნიდან ჰაერის ევაკუაციისთვის, მოქმედებს ორთქლის ტემპერატურით. ეს სისტემა საჭიროებს ციკლს რომლის ხანგრძლივობა არის დაახლოებით 60-90 წთ, რათა მიაღწიოს ორთქლის სრულ პენეტრაციას ყველაზე მჭიდროდ ჩალაგებული ნარჩენების გროვაში. წინასწარი ვაკუუმირების ტიპის ავტოკლავის სისტემა განაპირობებს ჰაერის ევაკუაციას სამკურნალო საკნიდან ვაკუუმის ტუმბოების გამოყენებით. ეს საშუალებას აძლევს მათ შეამცირონ ციკლების დრო დაახლოებით 30-60 წთ-მდე, რადგანაც საკანში ჰაერის გასათბობად არ არის აუცილებელი დრო. წინასწარი ვაკუუმირების სისტემები მუშაობს 132℃-ზე. ანგარიშის (report-type) ტიპის ავტოკლავი მოიცავს დიდი მოცულობის სამკურნალო საკნებს, რომლებიც შემუშავეულია შედარებით მაღალი ორთქლის ტემპერატურისა და წნევისთვის, შესაბამისად ციკლის დრო შესაძლებელია იყოს გაცილებით ნაკლები, ვიდრე სხვა სისტემებში. ავტოკლავირების ვარგისიანობის ტესტებია: (1) სპორის ტესტი: ავტოკლავი სრულად და შესაბამისად კლავს დადასტურებულ ბიოლოგიურ მაჩვენებელს თითოეული ავტოკლავის მაქსიმალური უნარის შესაბამისად. ავტოკლავის ბიოლოგიური მაჩვენებლებია Bacillus stiarothermopftilas-ს სპორები ამპულების ან სტერილიზაციის ეფექტურობის მაკონტროლებელი ზოლების გამოყენებით, სულ ცოტა 1 x 104 სპორა თითოეულ მილილიტრში. სპორები სრულად უნდა დაიშალოს, როდესაც ისინი მოთავსდება ყველაზე მჭიდროდ დატვირთულ ნაწილში ისეთ ადგილას, რომელიც ყველაზე მიუწვდომელია ორთქლისთვის; (2) ფერის ცვლილება: ქიმიური მაჩვენებელი ზოლი/ფირი, რომელიც იცვლის ფერს გარკვეულ ტემპერატურაზე, შესაძლებელია გამოვიყენოთ იმის დასამტკიცებლად მიღწეულია თუ არა გაკრვეული ტემპერატურა. ნარჩენების პაკეტის სხვადასხვა ადგილზე შესაძლებელია აუცილებელი გახდეს ერთზე მეტი ზოლის გამოყენება, რათა დავრწმუნდეთ, რომ პაკეტის შიგთავსს ადეკვატურად ჩაუტარდა ავტოკლავირება (Barbeito&Gremillion 1968). შესაძლებელია განხორციელდეს ნარჩენების მომდევნო კატეგორიების ავტოკლავირებისთვის: (1) ბასრი ნარჩენები, (2) ინფექციური ნარჩენები, (3) იზოლირებული ნარჩენები, (4) შუშის ნარჩენები, (5) დაბინძურებული ნარჩენები და (6) ერთჯერადი ნივთები (PVC/პლასტმასი, მუყაო & თერმოკოლი).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.