მეცნიერებაში, ეს ტერმინი შეცდომით გამოიყენება საშუალო არითმეტიკულის ნაცვლად. ყოველდღიურ მეტყველებაში ის იხმარება „ჩვეულებრივის“, „რიგითის“ ან „ნორმალურის“ მნიშვნელობით. ანგლო-საქსურ ენაში ეს სიტყვა ნიშნავდა ფეოდალისთვის მიცემულ დღიურ სამუშაოს. ზოგადად „საშუალო“ სიდიდე გვაძლევს შეჯამებულ წარმოდგენას სიდიდეთა წყების მახასიათებლების შესახებ; ამ შემთხვევაში ეს ტერმინი შესაძლებელია მოიცავდეს მედიანას და მოდას. უფრო ვიწრო გაგებით „საშუალო“ აერთიანებს რიგის ყველა სიდიდეს მაგ: საშუალო არითმეტიკულის ან საშუალო გეომეტრიულის შესახებ. ჩვეულებრივ ხმარებაში “საშუალო” ხშირად იხმარება საშუალო არითმეტიკულის მნიშვნელობით. იხ. საშუალო არითმეტიკული.
იხილეთ ასევე: საშუალო არითმეტიკული.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.