შექმნილია სიხშირის ან შედარებითი სიხშირის საჩვენებლად ცვლადის თითოეული კატეგორიისთვის. ჩვეულებრივ სვეტებს ერთნაირი სიგანე აქვთ და მათ შორის არის სივრცე. თითოეული სვეტის სიგრძე პროპორციულია სიხშირეების. ეს ჩვეულებრივ გამოიყენება დისკრეტული მონაცემების პრეზენტაციისთვის, რომლებიც ისეა ორგანიზებული, რომ თითოეული შედეგი შესაძლებელია მოხვდეს ცვლადების ერთ ან მხოლოდ ერთ კატეგორიაში. სვეტები შესაძლებელია განლაგებული იყოს ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. არსებობს ჰისტოგრამის სხვადასხვა ტიპი - 1) მარტივი ჰისტოგრამა (სურ. გ.1); 2) მრავლობითი ჰისტოგრამა (სურ. გ.2), სადაც სვეტები იყოფა ნაწილებად, რომლებიც შესაძლებელია იყოს ფერადი ან დაჩრდილული მათი კლასიფიკაციის განსასაზღვრად; 3) პროცენტული ჰისტოგრამა (სურ. გ.3); 4) ერთმანეთზე მიდგმული ან მიჯრილი ჰისტოგრამა. A=ფსიქოტური დაავადება, B=ფსიქოსომატური დაავადება, C=დეპრესიული დაავადება, D=შფოთვა [picture] სურ გ . 1: მარტივი ჰისტოგრამა, რომელიც გვიჩვენებს სხვადასხვა მენტალურ დაავადებას, რომლითაც მოდიან [picture] სურ. გ.2. მრავლობითი ჰისტოგრამა [picture] სურ. გ.3. პროცენტული ჰისტოგრამა
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.