Gateway to collaborative glossaries in Georgian and multiple languages.

Bias (Differential Error)

 
ქართ.ცდომილება (დიფერენციალური შეცდომა)
შედეგების ან დასკვნების გადახრა ჭეშმარიტებისგან ან ასეთი გადახრისაკენ წამყვანი პროცესები. მონაცემთა შეგროვების, ანალიზის, მიმოხილვის, ინტერპრეტაციის, გამოქვეყნების ნებისმიერი მიმრათულება, რამაც შესაძლებელია დასკვნამდე მიგვიყვანოს, სისტემატიურად განსხვავდება სიმართლისგან (იხ. რანდომული შეცდომა, შეცდომაში შესვლა). მერფიმ (1976) ასე განმარტა ცდომილება “ნებისმიერი პროცესი მსჯელობის (დასკვნის) ნებისმიერ სტადიაზე, რომელიც განაპირობებს შედეგების ან დასკვნების მიღებას, რომლებიც სისტემატიურად განსხვავდება ჭეშმარიტებისგან. გზები, რომლებითაც შესაძლებელია განხორციელდეს ჭეშმარიტებიდან გადახრა: 1. სიდიდეების სისტემატიური (ცალმხრივი) ცვალებადობა ჭეშმარიტ სიდიდეებთან შედარებით (სინ. სისტემატიური შეცდომა). 2. სიდიდეთა სტატისტიკური ჯამის ცვალებადობა (საშუალო არითმეტიკული, სიხშირეები, ასოციაციის სიდიდეები და ა.შ.) მათი ჭეშმარიტი სიდიდეებისგან სიდიდეებისგან სისტემატური ვარიაციის, მონაცემთა შეგროვების, კვლევის დიზაინის ან ანალიზის დროს ცდომილების, შედეგად. 3. დასკვნების გადახრა ჭეშმარიტებიდან კვლევის დიზაინის, მონაცემთა შეგროვების, ანალიზის ან ინტერპრეტაციის დროს ცდომილების შედეგად. 4. პროცედურების ტენდენცია (კვლევის დიზაინის, მონაცემთა შეგროვების, ანალიზის ან ინტერპრეტაციის, მიმოხილვის, პუბლიკაციის დროს) მოგვცეს შედეგები ან დასკვნები, რომლებიც განსხვავდება ჭეშმარიტებისგან. 5. დაინტერესება, რაც იწვევს კვლევის პროცედურების გაცნობიერებულ ან არაცნობიერ შერჩევას, რომელიც განსხვავდება ჭეშმარიტებისგან გარკვეული მიმართულებით ან ცალმხრივობისგან შედეგების ინტერპრეტირებისას. 6. ტერმინი „ცდომილება“ არ გულისხმობს აუცილებლად დაინტერესებას ან სხვა სუბიექტურ ფაქტორებს, როგორიცაა, მკვლევარის სურვილი მიიღოს რაიმე გარკვეული შედეგი (Maclwe 2001, Feinstein 1985). ის განსხვავდება ტრადიცული ტერმინისგან, რომლის დროსაც ცდომილება ტენდენციურ აზრს შეესაბამება. 7. ქვემოთ მოცემულია სხვადასხვა ცდომილებების ჩამონათვალი ანბანის მიხედვით (Sackett 1979, Mayo Clinic 1982, Hartman et al2002, Begg 1987):
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებათეულიუკუკავშირიავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 Innovative Systems Institute XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12