ქართ. | შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი |
სიმპტომებისა და ნიშნების კომპლექსი, რომლებიც გამოწვეულია აივ ინფექციით (იხ. HIV). ამ დაავადების დიაგნოზის დასმა სხვადასხვაგვარად ხდება ზრდასრულებსა და ბავშვებში: Clinical AIDS in an adult (Above 12 years of age) — კლინიკური შიდსი ზრდასრულებში (12 წლის ასაკის ზემოთ): დადებითი ანალიზი HIV ანტისხეულებზე, რომელთა განსაზღვრაც ხდება ორი სხვადასხვა ანალიზის მეშვეობით ორი განსხვავებული ანტიგენის და ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთის გამოყენების გზით: 1. სხეულის წონის 10%-ზე მეტის დაკარგვა ან კახექსია; ქრონიკული ფაღარათი, ქრონიკული ხველა, რომელიც 1 თვეზე მეტ ხანს გრძელდება ან 1 თვეზე მეტ ხანს გახანგრძლივებული ხველა; 2. დისემინირებული, მილიარული ან ფილტვის გარე ტუბერკულოზი; 3. ნევროლოგიური დარღვევა, შეზღუდული დღიური აქტივობა, რომელიც არ არის დაკავშირებული სხვა მდგომარეობებთან; 4. დიაგნოსტირებადი საყლაპავის კანდიდიაზი. დისფაგია პირის ღრუს კანდიდიაზთან ერთად; 5. კაპოშის სარკომა; 6. კლინიკურად დადგენილი სიცოცხლისათვის საშიში ან რეციდიული პნევმონიის ეპიზოდები, ეტიოლოგიის დადასტურებასთან ერთად ან მის გარეშე; 7. სხვა მდგომარეობები: კრიპტოკოკული მენინგიტი, ნეიროტოქსოპლაზმოზი, ციტომეგალოვირუსული რეტინიტი, Penicillium marneffei ინფექცია, რეციდიული herpes zoster, დისემინირებული Molluscum contagiosum. კლინიკური სტადიის პროგრესირება: სტადია I: HIV ინფექცია – ასიმპტომატიური; სტადია II: HIV – დაკავშირებული დავადება: ფილტვების სიმპტომატიური ტუბერკულოზი და/ან თრომბოციტოპენია; სტადია III: შორს წასული HIV/AIDS. Clinicul case Definition for AIDS in children შიდსის კლინიკური შემთხვევის დეფინიცია ბავშვებში: ორი ძირითადი ნიშანი დაკავშირებული ორ მსუბუქ ნიშანთან, როცა უცნობია იმუნოდეფიციტის მიზეზი. Major Signs — ძირითადი ნიშნები ა) წონაში დაკლება ან არანორმალურად ნელი ზრდა; ბ) 1) წონაში ცუდად მატება; 2) 1 თვეზე მეტი ხანგრძლივობის რეციდიული/პერსისტენტული ფაღარათი; 3) რეციდიული ბაქტერიული ინფექციები, მაგ: ქვედა რესპირატორული ტრაქტის ინფექცია; და 4) 1 თვეზე მეტი ხანგრძლივობის რეციდიული ცხელება. გ) 1) კანდიდიაზი; 2) ტუბერკულოზი; 3) პროგრესული გენერალიზებული ლიმფადენოპათია და 4) Herpes zoster (HZ). Minor signs — მსუბუქი ნიშნები ა) გენერალიზებული ლიმფადენოპათია; ბ) პირხახის კანდიდიაზი; გ) განმეორებითი გავრცელებული ინფექციები (ოტიტი, ფარინგიტი და ა.შ.); დ) პერსისტენტული ხველა ერთი თვის განმავლობაში; ე) გენერალიზებული დერმატიტი და ვ) დედის დადასტურებული HIV ინფექცია.
იხილეთ ასევე: HIV.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.