ნივთიერების პოტენციის რაოდენობრივი შეფასება ქსოვილის, უჯრედების, ცოცხალი საექსპერიმენტო ცხოველების ან ადამიანების შეფასების შედეგად. ბიოანალიზი შესაძლებელია იყოს შედარებითი პოტენციის შეფასების პირდაპირი მეთოდი: სუბიექტების ჯგუფები ორი (ან მეტი) პრეპარატიდან თითოეულისთვის მზადდება; დგინდება დოზა, რომელიც საკმარისია სპეციფიური რეაქციის მისაღებად, ხოლო პოტენციის შეფასებას წარმოადგენს ამ ორი (ან მეტი) ჯგუფის საშუალო დოზების თანაფარდობა. ამ მეთოდის გამოყენებისას, რომელიმე სუბიექტის სიკვდილი განიხილება როგორც „რეაქცია“. არაპირდაპირი მეთოდი (უფრო ხშირად გამოიყენება) მოითხოვს დამოკიდებულებას დოზისა და რეაქციის სიდიდეებს შორის.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.