| ქართ. | ბიოლოგიური უკუკავშირი |
ნერვულად კონტროლირებადი ფენომენის მოდიფიკაცია. ბიოლოგიური უკუკავშირის საწყისი იდეა: ძირითადად, ჩვეულებრივ ორგანიზმის უკონტროლო ან ავტომატური პროცესები, როგორიცაა ჯირკვლების სეკრეცია, ვისცერალური, ცირკულატორული, გულის კუნთების და ნერვული ქსოვილის აქტივობა თავის მხრივ - შესაძლებელია მგრძნობიარე იყოს მოდიფიკაციისა და კონტროლის მიმართ, რომელიც ხორციელდება ინდივიდისადმი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებით ან უკუკავშირით მათ გამოვლინებასთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია განმტკიცების სახით, რაც წარმოადგენს შექმნილ კონტინგენტს სპეციფიური ცვლილებების გამოვლინების მიხედვით ვისცერალურ, ცირკულატორულ ან ნერვულ აქტივობაში. ასეთ შემთხვევაში მიღებული მოდიფიკაცია განიხილება როგორც დასწავლა. ან ინფორმაცია შესაძლებელია მიეწოდოს პიროვნებას ზუსტი ინსტრუქციების მეშვეობით, როგორც იმის თაობაზე, რასაც ის აღნიშნავს, ისევე იმაზე თუ რა უნდა სცადოს პიროვნებამ მოდიფიკაციის ან კონტროლის მისაღწევად. ასეთ შემთხვევაში, სამუშაო განიხილება როგორც თვითრეგულაცია (Granger et al 1987).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.