| ქართ. | ბიოტერორიზმი (სინ. მიკრობული ტერორიზმი, ბიოლოგიური იარაღი) |
განიმარტება როგორც „დაავადების გამომწვევი მიკრობული ჩანასახების წინასწარგანზრახული გამოყოფა დიდი რაოდენობით ადამიანთა მოკვლის მიზნით - და იმავდროულად გაცილებით მეტი ადამიანის პანიკაში ჩაგდება“. თუმცა ბიო ნიშნავს ცოცხალ მცენარეებსა და ცხოველებს, ტერორი გულისხმობს ექსტრემალურ შიშს. ამგვარად, ბიოტერორიზმი უნდა მოიცავდეს მილიტარულ ან საომარ ქმედებას ორგანიზებული ან ცალკეული ადამიანების მიერ, რომლებიც ატერორებენ უდანაშაულო ადამიანებს ან ცხოველებს. თუმცა, პრაქტიკულად მიკროორგანიზმები გამოიყენება როგორც ადამიანთა მასობრივი განადგურების იარაღად. ასე, რომ ყველაზე შესაფერისი ტერმინი ტერორიზმის აღნიშნული ფორმისთვის არის მიკრობული ტერორიზმი (ჯაგალ კიშორე 2002). იხ. ბიოლოგიური იარაღი.
იხილეთ ასევე: ბიოლოგიური იარაღი.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.