ქართ. | ბიოლოგიური ტრანსმისია (სინ: ვექტორებით გავრცელებადი ინფექცია) |
ვექტორი არის ნებისმიერი ცოცხალი მტარებელი, რომელსაც გადააქვს ინფექციური აგენტი მგრძნობიარე ინდივიდზე. ვექტორის მიერ გავრცელება შესაძლებელია იყოს მექანიკური ან ბიოლოგიური, მაგრამ უკანასკნელი უფრო მნიშვნელოვანია ინფექციური დაავადებების გადატანისას. ინფექციური აგენტი ვექტორის შიგნით განიცდის რეპლიკაციას ან განვითარებას ან ორივეს და საჭიროებს ინკუბაციურ პერიოდს სანამ ვექტორი შეძლებს მის გადატანას. გადატანა შესაძლებელია იყოს რეპროდუქციული, ციკლორეპროდუქციული ან ციკლოგანვითარებადი. იხ. ვექტორით გავრცელებადი დაავადებები, ვექტორებით გავრცელება.
იხილეთ ასევე: ვექტორით გავრცელებადი დაავადებები, ვექტორებით გავრცელება.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.