| ქართ. | შობადობის სიხშირე (კოეფიციენტი) |
ჯამური სიხშირე (კოეფიციენტი) პოპულაციაში დროის მოცემულ პერიოდში (ჩვეულებრივ ერთი წლის მანძილზე) ცოცხლადშობადობაზე დაყრდნობით. ის გამოითვლება შემდეგნაირად: [formula] ერთი წლის განმავლობაში მაცხოვრებლების ცოცხლადშობადობის რაოდენობა BR = ——————————————————————————————————— x100 პოპულაციის საშუალო ან პოპულაცია წლის შუა პერიოდში იმავე რაიონსა და წელიწადში [/formula] დემოგრაფები ამას უწოდებენ შობადობის დაუმუშავებელ, უხეშ, დაუზუსტებელ სიხშირეს (კოეფიციენტს). შეზღუდვები მოიცავს მგრძნობელობას პოპულაციის ასაკობრივი სტრუქტურის განსხვავებების და იმ ფაქტისადმი, რომ მისი მნიშვნელი შეიცავს პოპულაციის ნაწილებს, რომლებსაც არ აქვთ მშობიარობის უნარი (Lwanga 1999).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.