| ქართ. | სარეზერვო მარაგი (სინ. უსაფრთხოების მარაგი, რეზერვის მარაგი) |
მარაგის ცალკე არსებული მინიმალური რაოდენობა, როგორც დაზღვევა მარაგისა და მოთხოვნის ცვალებადობისგან. მასზე დიდ გავლენას ახდენს თავდაპირველი შემუშავების დრო. ის გამოითვლება შემდეგნაირად: საშუალო მოთხოვნა გამრავლებული მაქსიმალურ დაყოვნებაზე ან შესაძლო დაყოვნებაზე. შესაძლო დაყოვნება (D) ფასდება წარსული გამოცდილებიდან და დახარისხება ხდება როგორც DL (ყველაზე ნაკლები დაყოვნება), DM (საშუალო დაყოვნება) და DX (მაქსიმალური დაყოვნება). თუ თავდაპირველი დამუშავების დროის მოთხოვნა არის R, სარეზერვო მარაგი შესაძლებელია გამოითვალოს მომდევნო ფორმულის მეშვეობით: სარეზერვო მარაგი = DXR. თუ ინფორმაცია ძალიან კრიტიკულია, DX სიდიდის გათვალისწინება ხდება თითქმის 100%-იანი მისაწვდომობის მისაღებად. უნდა გამოვითვალოთ განსხვავება თავდაპირველი შემუშავების მაქსიმალურ და საშუალო დროებს შორის დღეებში და გავამრავლოთ ის საშუალო დღიურ მოხმარებაზე.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.