Gateway to collaborative glossaries in Georgian and multiple languages.

Acupuncture

 
ქართ.აკუპუნქტურა
ტრადიციული ჩინური მედიცინის ტექნიკა, რომლის დროსაც ძალიან წვრილ მეტალის ნემსებს ასობენ კანში საგანგებოდ შერჩეულ წერტილებში. ათასობით წლის განმავლობაში აკუპუნქტურა გამოიყენებოდა ტკივილისა და სხვა შეუძლო მდგომარეობების მოსახსნელად. ის ხშირად გამოიყენებოდა მოქსოთერაპიასთან (ჩინური აბზინდის ხის, არტემიზიას ფოთლების წვა) კომბინაციაში. დღესდღეობით ის ფართოდ გამოიყენება ჩინეთში პოლინოზის, თავის ტკივილისა და წყლულების სამკურნალოდ, ზოგიერთი ტიპის სიბრმავის, ართრიტის, ფაღარათისა და ჰიპერტენზიის დროს. აკუპუნქტურა აგრეთვე გამოიყენება, განსაკუთრებით ჩინეთში, როგორც ზოგადი ანესთეტიკი მშობიარობისას და ზოგიერთი ტიპის ოპერაციისას. სტანდარტული ანესთეზიისგან განსხვავებით, აკუპუნქტურა არ აქვეითებს სისხლის წნევას ან სუნთქვას; ამასთან ერთად, პაციენტის ცნობიერება შენარჩუნებულია და არ ვითარდება პოსტოპერაციული მოვლენები ან გულისრევა. ზოგადად, აკუპუნქტურის პრაქტიკაში, სხვადასხვა სიგრძის ნემსები, დაწყებული 12 მმ (1.27 სმ)-დან რამდენიმე დუიმამდე, ესობა სხეულის შესაბამის წერტილებში, არ არის აუცილებელი დაზიანებული ორგანოს ახლოს. ნემსი ბრუნავს და ვიბრირებს სპეციფიური მეთოდით; ჩხვლეტის სიღრმე აგრეთვე გავლენას ახდენს მკურნალობაზე. თანამედროვე  ტექნიკა ზოგჯერ ელექტროსტიმულაციას ამატებს ნემსებში. დადგენილია, რომ ნემსის თავზე სისხლის ან წყლის წასმამ ან ჰომეოპათიური მედიცინის გამოყენებამ შესაძლებელია გააუმჯობესოს აკუპუნქტურის ეფექტურობა. აკუპუნქტურის ტრადიციული წერტილები (ასეთი დაახლოებით 800-ია) განლაგებულია 14 ხაზის ან მერიდიანის გასწვრივ, რომლებიც სხეულს დაყვება მთელ სიგრძეზე თავიდან ტერფებამდე. აკუპუნქტურის ტრადიციული ჩინური ახსნა ეფუძნება დაოსის ფილოსოფიას, რომლის თანახმადაც ჯანმრთელობა დამოკიდებულია chi (ქი)-ს თავისუფალ ცირკულაციაზე ან სასიცოცხლო ძალის ენერგიაზე სხეულის ყველა ორგანოში. chi თავის მხრივ დამოკიდებულია ბალანსზე  ორ საპირისპირო ენერგიას შორის — yin-ის (უარყოფითი, მუქი, ქალური) და yang-ის (დადებითი, ნათელი, მამაკაცური). მერიდიანები ნაკადის ძირითადი არხებია. როდესაც ენერგიის ნაკადი ფერხდება ნებისმიერ წერტილში, მაგ: დაავადებული ორგანოს ან სტრესის გამო, ეს გამოიწვევს სხვა ორგანოს დაავადებას. არხების შესაბამის წერტილებში ჩხვლეტა გამოასწორებს დისბალანსს. აკუპუნქტურა მოქმედებს ავტონომიური ნერვული სისტემის სახვადასხვაგვარი სტიმულირებით ან დათრგუნვით და არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ კანის სტიმულაცია გავლენას ახდენს ორგანოებზე ნერვული რეფლექსების გზების მეშვეობით. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, აკუპუნქტურა ასტიმულირებს ბუნებრივი ტკივილის მომხსნელი ქიმიური ნივთიერებების, ენდორფინების, გამოყოფას. არსებობს სხვა თეორიაც, რომ ის ასტიმულირებს ჰიპოფიზს, რომელიც თავის მხრივ ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვალს, რის შედეგადაც გამოიყოფა ანთების საწინააღმდეგო ქიმიური ნივთიერებები.
იხილეთ ასევე: Acu-Laser & Son-Puncture, Homoeo-Puncture.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებათეულიუკუკავშირიავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 Innovative Systems Institute XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12