ფილტვების დაავადება ტექსტილზე მომუშავეთა შორის, რაც განპირობებულია ქსოვილების ან ბამბის მტვრის ჩასუნთქვით და ახასიათებს მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში, სტვენა და ხველა. ქრონიკულ შემთხვევებში პერმანენტული დისპნოე (მოკლე სუნთქვა) ვლინდება. ის აგრეთვე ცნობილია ყავისფერი ფილტვის, ბამბის მტვრის ასთმის, ბამბის გადამამუშავებელი ფაბრიკის ცხელებისა და ორშაბათის ცხელების სახით.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.