ყველა მტკიცებულების გათვალისწინებით, აგენტი მიეკუთვნება რომელიმე მომდევნო კატეგორიას: ჯგუფი 1 - აგენტი კარცინოგენულია ადამიანებისთვის. ჯგუფი 2 - ერთ მხარეს, ადამიანისთვის კარცინოგენულობის მტკიცებულება თითქმის საკმარისია (ჯგუფი 2A, შესაძლოა კარცინოგენული); მეორე მხრივ, არ არსებობს მონაცემები ადამიანების შესახებ, მაგრამ კარცინოგენულობის ექსპერიმენტული მტკიცებულება არსებობს (ჯგუფი 2B, შესაძლოა კარცინოგენული). ჯგუფი 3 - აგენტი ვერ კლასიფიცირდება ადამიანებისადმი კარცინოგენულად. ჯგუფი 4 - აგენტი შესაძლებელია არც იყოს კარცინოგენული ადამიანებისთვის.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.