| ქართ. | ქრონიკული მტარებლები |
მტარებლები, რომლებიც აგენტს გამოყოფენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და შესაძლებელია მთელი ცხოვრება გაგრძელდეს მაგ: მუცლის ტიფი, ჰეპატიტი B, დიზენტერია, მალარია, გონორეა და ა.შ. რაც უფრო მეტ ხანს გრძელდება მტარებლობა, მით მეტია რისკი საზოგადოებისთვის. ქრონიკულ მტარებლებს შეუძლიათ ხელახლა შეიტანონ დაავადება იმ მიდამოებში, რომლებიც სხვაგვარად თავისუფალნი არიან ინფექციისგან (მაგ: მალარია). ამგვარად, მათი ადრეული გამოვლენა და მკურნალობა აუცილებელია ინფექციის გავრცელების შესაზღუდად.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.