„მაღალი ან დაბალი მდგომარეობის ან სოციალური რეპუტაციის მქონე ეთნიკური ერთეულის ენდოგენური და მემკვიდრეობითი დაყოფა სხვა ასეთ დანაყოფებთან შედარებით“ (Kroeber 1930). ინდოეთსა და ნეპალში ტერმინი „კასტა“ გამოიყენება თითოეული ერთეულის განსასაზღვრად იერარქიულად განლაგებული დახურული ჯგუფების ორგანულ სისტემებში. ჰინდუს რელიგიის თანახმად საზოგადოება იყოფა ოთხ varna-დ როგორიცაა: ბრაჰმანი (სასულიერო პირი), რაჯანია ან კშატრია (მეომრის - მმართველი), ვაიშია (ვაჭარი) და შუდრა (მოსამსახურე) ვარნა. ამ დაყოფას დიდი გავლენა აქვს ადამიანთა სოციალურ და ჯანდაცვის განვითარებაზე.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.