| ქართ. | დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (დკც), აშშ |
მიჩნეულია როგორც ადამიანთა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის წამყვანი ფედერალური სააგენტო - ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ, რაც უზრუნველყოფს აშკარა ინფორმაციას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გასაძლიერებლად და ჯანდაცვის ხელშესაწყობად მტკიცე პარტნიორობის მეშვეობით. დკც წარმოადგენს ეროვნული ყურადღების ცენტრს დაავადების კონტროლისა და პრევენციის, გარემოს სიჯანსაღის, ჯანდაცვის წინსვლისა და განათლების აქტივობების განვითარებისა და დანერგვისათვის, რაც შემუშავებულია აშშ-ში ადამიანთა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. დკც არის ჯანდაცვისა და ადამიანთა მომსახურების დეპარტამენტის ერთ-ერთი უდიდესი მოქმედი კომპონენტი. დკც-ს ძირითადი საორგანიზაციო კომპონენტები კომპონენტები ინდივიდუალურად რეაგირებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და რესურსებსა და კომპეტენციას იყენებენ დისციპლინათაშორის საკითხებსა და ჯანმრთელობის სპეციფიურ საშიშროებებზე. სააგენტო შედგება მომდევნო საორგანიზაციო კომპონენტებისგან:
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.